ახალი ამბები

რუსეთის ელჩი სანაკოევის ადმინისტრაციის შესახებ საუბრობს

თბილისის გადაწყვეტილება შექმნას და მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს, ”სახიფათოა” და ”არის გზა არასწორი მიმართულებით”, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 29 მაისს.


ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოს ჟურნალისტებთან საუბრისას კოვალენკომ აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხოლოდ ორი მხარე არსებობს, რომელთაც თბილისი და ცხინვალი წარმოადგენენ.


რუსეთის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს არ სურს  კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობა ომში გადაიზარდოს.


კოვალენკოს ვიზიტს ცხინვალში წინ უძღოდა ”ინტენსიური სროლები” კონფლიქტის ზონაში 29 მაისს.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო ინციდენტი ”ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კონკრეტული მოქმედებების დაწყების გადაუდებელ აუცილებლობას” დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button