skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი-პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილეს მხარეებმა

28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს შეხვდა, სადაც 2007 წლის 10 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში  საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე, რომელიც რუსული მხარის ინიციატივით შედგა, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button