სააკაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობამ კონფლიქტებზე ხმა უნდა აიმაღლოს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 მაისს განაცადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არასაკმარისი რეაქცია აქვს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.
”ორი თვის წინათ გაგრის ყველა სკოლიდან გამოიტანეს ყველა ქართული წიგნი და ქალაქის ცენტრში საჯაროდ დაწვეს. სად იყო ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა, რატომ არავინ არ ამოიღო ხმა? თუ ჩვენ 21-ე საუკუნეში დავუშვებთ, რომ არსებობდეს იდეოლოგია – საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება ვინმეს მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის გამო არ მისცენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არამედ კაცობრიობას აქვს სერიოზული პრობლემები,” – განაცხადა სააკაშვილმა თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმზე ”გლობალიზაცია და ცივილიზაციათა შორის დიალოგი” გამოსვლისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)