skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილს დსთ-ს სამიტში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია

ჯერ არ არის გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი მონაწილეობას დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 8-10 ივნისს ეკონომიკური ფორუმის პარალელურად გაიმართება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 23 მაისს.


ბეჟუაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ითხოვა ორმხრივი შეხვედრის გამართვა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შორის.


”ჩვენ უკვე მივიღეთ მოწვევა [დსთ-ს სამიტზე] და მოვითხოვეთ [ორმხრივი]  შეხვედრის გამართვა… მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას მონაწილეობის თაობაზე,” – განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველო ”ყოველთვის მზად არის ძალიან კონსტრუქციული დიალოგისთვის არსებულ პრობლემებზე” რუსეთთან.


ბოლოს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 2006 წლის ნოემბერში მინსკში გაიმართა. ეს ხანმოკლე შეხვედრაც დსთ-ს სამიტის ფარგლებში შედგა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button