skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე შსკ-ს სამუშაო შეხვედრის თბილისში გამართვის ინიციატივით გამოდის

ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სამუშაო სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის.


”სიტუაციის შემდგომი ესკალაციის არ დაშვების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს შერეული საკონტროლო კომისიაში, რათა უახლოეს ვადებში ცხინვალის რეგიონის სრული დემილიტარიზაციის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლა-განიარაღების, უსაფრთხოების გარანტიების ფორმირებისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები თბილისში მომავალი შერეული საკონტროლო კომისიის პლენარული სხდომის მოსამზადებლად,”- ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.


უკანასკნელ პერიოდში ცხინვალში გამართული ბოლო ორი საკონსულტაციო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button