რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდება
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი კვლავ ამოქმედდება. ამის შესახებ დოკუმენტს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ იაკუნინმა 19 მაისს ყაზახეთში დსთ-ს ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს სხდომაზე მოაწერეს ხელი.
რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2005 წელს რუსეთსა და საქართველოს მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე ფოთი-კავკაზის საბორნე ხაზზე მხოლოდ სამი საპილოტე რეისი შესრულდა, ხოლო წელს 10 აპრილს კიდევ ერთი ასეთი გადაზიდვა შედგა. თუმცა დღემდე რეგულარული მიმოსვლა არ დაწყებულა.
რუსეთის რკინიგზის ინიციატივით, ფოთი-კავკაზის საბორნე ხაზის ამოქმედების პროექტში გადამზიდავი კომპანია ”Black Sea Ferry & Investments” ჩაერთო.
მოსალოდნელია, რომ ფოთი-კავკაზის საბორნე გადასასვლელის ამოქმედება რეალურად გაზრდის საქართველოს რკინიგზით გადასაზიდი სატრანსპორტო და საექსპორტო ტვირთის მოცულობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)