
ამერიკელი დიპლომატი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს
ამერიკელ დიპლომატებს ”ძალიან პროდუქტიული განხილვები” ჰქონდათ რუსეთთან საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა 16 მაისს.
”ამგვარი საუბრები სასარგებლოდ მიმაჩნია. თუმცა, არ გვინდა, რომ ამგვარი სიტუაციები ძალადობაში გადაიზარდოს. ცოტა ხნის წინ რუსების მიერ ძალიან კონსტრუქციული ქმედებების ნიშნები ვიხილეთ,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ.
მან ასევე აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმული კრიტიკა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიმართ იმ ინდიცენტთან დაკავშირებით, რომელიც სამშვიდობობის და ეუთოს დამკვირვებლების მიმართ მუქარას უკავშირდება.
”რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ გამუდმებით მოვუწოდებდით ქართველებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ პრობლემები და არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ ძალადობას ან ავანტიურას. და მიუხედავად იმისა, რომ ნათელია, რომ რუსებს გარკვეული ეჭვები აქვთ აშშ-ს ინტერესებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ძალიან სასარგებლო დიალოგს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას,” – განაცხადა ფრიდმა.
This post is also available in: English