ახალი ამბები

პრეზიდენტის ინიციატივით ბათუმში ნობელის მუზეუმი გაიხსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ბათუმში ალფრედ და ლუდვიგ ნობელების სახელობის მუზეუმი გახსნეს იმ შენობაში, რომელშიც მე-19 საუკუნის დამლევს ძმებ ნობელებს ოფისი ჰქონდათ გახსნილი.


”მსოფლიოში ნავთობის ბუმი ბაქოდან დაიწყო, თუმცა მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა სწორედ ბათუმიდან ხდებოდა… ერთი სიტყვით, საქართველო ევროპის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და ეს მუზეუმი ამის ნათელი დადასტურებაა. ამას ადრეც აღიარებდნენ, მაგრამ მაშინ ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში.


”ახლა კი, ჩვენი გაკეთებული საქმე საქართველოსა და ქართველი ერის მნიშვნელობასა და როლზე მიუთითებს. ჩვენ ბევრი სხვა საგანძური გვაქვს მივიწყებული და მიკარგული, რაც შეგნებულად ხდებოდა. თუმცა თანდათან ყველაფერი ბრუნდება – ბევრად უფრო დიდი ბრწყინვალებითა და პერსპექტივით”, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button