ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქართველი პოლიციელი დაიჭრა გუშინ გვიან ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლების შედეგად, იტყობინებიან ქართული წყაროები.


რუსული მედია საშუალებები, რომლებიც რუს სამშვიდობო ძალებს ეყრდნობიან,  იუწყებიან, რომ სროლის შედეგად ცხინვალის ერთი მაცხოვრებელი ”მსუბუქად დაშავდა.”


ამავე ცნობებით, ”ინტენსიურ სროლებს” კონფლიქტის ზონაში ავტომატური იარაღისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ორჯერ ქონდა ადგილი – პირველად საღამოს ცხინვალის სამხრეთ ნაწილსა და ქართულ სოფლებს ერგნეთსა და ნიქოზს შორის და მეორედ შუა ღამისას ჩრდილოეთ ცხინვალსა და ქართულ სოფელ თამარაშენს შორის.


ქართულმა მხარემ ცეცხლის გახსნაში ოსური მხრე დაადანაშაულა.


თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა რუსულ ტელეკომპანია NTV-ს განუცხადა, რომ ოსურმა მხარემ მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალზე შეტევა სცადა.


კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც თბილისმა მისდამი ლოიალურად განწყობილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერის დიმიტრი სანაკოევის ლეგალიზაცია მოახდინა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა სანაკოევი 10 მაისს რეგიონში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.


ამის საპასუხოდ, მეორე დღეს, ცხინვალის ხელისუფლების ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვის ბრძანება გასცა. კოკოითის განცხადებით, გზები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ქართული მხარე სანაკოევის ”მარიონეტულ მთავრობას” დაშლის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button