ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

10 მაისს 12:30 საათზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ორი თვითმფრინავის მიერ სტეფანწმინდის სიახლოვეს საზღვრის მონაკვეთზე დარღვეული იქნა საქართველოს საჰაერო სივრცე, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


თვითმფრინავები 4 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოს საჰაერო სივრცის 4 კმ-ის სიღრმეში.


საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ უკვე გაგზავნა საპროტესტო ნოტა მოსკოვში და მოითხოვა შესაბამისი ახსნა-განმარტებები.


თუმცა რუსული მხარე უარყოფს საქართველოს საჰაეროს სივრცის დარღვევის ფაქტს.

”რუსეთის სამხედრო საჰაეროს ძალების თვითმფრინავებს საქართველოს საზღვარი არ დაურღვევია… საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ წარვუდგინოთ ქართულ მხარეს ობიექტური კონტროლის მასალები,”- იუწყება 11 მაისს ”რია ნოვოსტი” რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button