skip to content
ახალი ამბები

გაზეთი ”კომერსანტი”: პუტინმა ’ანტირუსული ენერგოსამიტი’ ჩაშალა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ”უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მოგზაურობა” ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში მიზნად ისახავს რუსეთის გვერდის ავლით ტრანს-კასპიური მილსადენების მშენებლობისთვის ხელის შეშლას, იტყობინება რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 10 მაისს.  


გაზეთის ცნობით, ვიზიტის დროის შერჩევა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება მოგზაურობა ყაზახეთსა და თურქმენეთში, რუსული მხარის წარმატებული მცდელობა იყო ხელი შეეშალა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტისთვის პოლონეთში, სადაც ის ენერგოსამიტზე დასასწრებად იყო მიწვეული, რათა თავის პოლონელ, ქართველ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ კოლეგებთან ტრანს-კასპიური მილსადენების პროექტები განეხილა.


პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში დღეს გაემგზავრა, სადაც 11-12 მაისს ენერგოსამიტში მიიღებს მონაწილეობას.


”ანტირუსული ენერგოსამიტის წინ… მოსკოვმა კონტრ-შეტევა განახორციელა… ერთ-ერთი მთავარი მონაწილის – ნურსულთან ნაზარბაევის არყოფნა სამიტზე – ამ ნაბიჯის პირველი წარმატებაა,” – წერს ”კომერსანტი”.


პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი 9 მაისს დაიწყო. 10 მაისს იგი ყაზახეთის ლიდერთან ერთად თურქმენეთს ეწვევა. გავცელებული ინფორმაციით, პუტინი 12 მაისს ყაზახეთში დაბრუნდება, სადაც კიდევ ორი დღე დაჰყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button