skip to content
ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები გამარჯვების დღეს ზეიმობენ

მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ.


”ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს გულწრფელ მხარდაჭერას… სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ მათ ისე მოვეპყრათ, როგორც იმსახურებენ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ვაკის პარკში ვეტერანებთან შეხვედრისას.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითოეული ვეტერანისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 100 ლარი გამოიყოფა. საქართველოში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 10 500 ვეტერანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button