ახალი ამბები

პარლამენტმა ესტონეთის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

პარლამენტმა 151 ხმით, ერთხმად მიიღო ესტონეთის მხარდამჭერი განცხადება საბჭოთა ჯარისკაცის მონუმენტის გადატანასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, სადაც გმობს რუსეთის ოფიციალური პირების ესტონეთის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მცდელობას და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვითარება განიმუხტება. 
 
”ესტონეთი ხელისუფლების მიერ მონუმენტის გადატანა მისი სუვერენული უფლებაა, რომელიც განხორციელდა კანონის და გარდაცვლილ მეომართა ნეშტების მიმართ ეთიკური ნორმების სრული დაცვით და პატივისცემით,”- ნათქვამია განცხადებაში.


იმავდროულად საქართველოს პარლამენტი გმობს ტალინსა და სხვა ქალაქების ქუჩებში საზოგადოებრივი წესრიგისა და ხულიგნობის ფაქტების პროვოცირებას, რასაც ”არაფერი აქვს საერთო პროტესტის გამოხატვის დემოკრატიულ ფორმებთან”; ასევე გმობს რუსეთის ფედერაციაში ესტონეთის საელჩოს წინააღმდეგ  ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ფაქტებს.


”საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიმართეს არანაირ ეფექტურ ზომებს ამგვარი ძალადობის აღსაკვეთად… ესტონეთის საელჩოს ბლოკადა, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრის და ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირების მუქარის შემცველი განცხადებები, მოთხოვნები სუვერენული სახელმწიფოს  მთავრობის გადადგომის შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სრულიად საფუძვლიანია ესტონეთის ხელისუფლებისა და ესტონეთის საზოგადოების შეშფოთება ქვეყნის შიდა საქმეებში გარეშე ერთეულების ჩარევის გამო,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტი. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button