ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი დღეს საქართველოს  სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.


პრეზიდენტთან ერთად საქართველოში ასევე ჩამოვა ესტონელ ბიზნესმენთა ჯგუფი. 8 მაისს თბილისში ქართულ-ესტონური ბიზნეს ფორუმი იმართება.


9 მაისს კი ესტონეთის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.


გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ილვესმა განაცხადა, რომ ესტონური ბიზნესი ძირითადად დაინტერესებულია ქართული ღვინის წარმოებით, მშენებლობით, უძრავი ქონებითა და ტურიზმით.


ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთს და საქართველოს ”ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი” აქვთ.


”დღეს თქვენ დგახართ იმ გზაზე, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ,” – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ესტონეთს სურს, რომ ნატომ რაც შეიძლება საწრაფად დაიწყოს საქართველოსთან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) პროგრამა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button