skip to content
ახალი ამბები

ტყის მასივები იჯარით საპროტესტო აქციის ფონზე გაიცა

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ტყით სარგებლობისთვის გრძელვადიანი ლიცენზიები სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს, ასევე  კახეთის სატყეო სამმართველოს ყვარლის სატყეო უბანზე აუქციონის ფორმით გაიცა, რაც გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.


გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სულ სახელმწიფო ბიუჯეტი ქართულ-იტალიურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-ჩინურ კომპანიებზე ლიცენზიების გაცემის შედეგად  7 765 096 მლნ ლარს მიიღებს.


აუქციონის პარალელურად გაიმართა გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გათვლილია ხანმოკლე ფისკალურ ეფექტზე და არ არის გათვალისწინებული ის ზიანი, რას ეკოსისტემას შეიძლება მიადგეს. 


ასევე კავკასიის გარემოს დაცვის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუქციონების სერიის დაწყებამდე, მთავრობას უნდა შეემუშავებინა ეროვნული სატყეო პოლიტიკის სტრატეგია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button