skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სარაკეტო კრეისერი ბათუმის პორტში შემოვა

აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერი “USS The SULLIVANS” 30 აპრილს ბათუმის პორტში შემოდის, სადაც იგი 2 მაისამდე დარჩება. ევროპაში განლაგებული აშშ-ის საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი ფილიპ გრინი ასევე ეწვევა ბათუმს, იტყობინება 27 აპრილს აშშ-ს საელჩო საქართველოში.


”ეს აშშ-ის ადმირალის პირველი ვიზიტია საქართველოში და გამოხატავს აშშ-ის საზღვაო ძალების ინტერესს საქართველოსა და ნატოს შორის საზღვაო უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის მიმართ,”- აცხადებს აშშ-ს საელჩო.


ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველოსა და აშშ-ის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button