skip to content
ახალი ამბები

ენგურის ხიდთან სტუდენტური აქცია იგეგმება

დღეს ენგურის ხიდთან აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი სტუდენტური აქცია გაიმართება.


ენგურის ხიდთან ადგილობრივ ახალგაზრდობასთან ერთად თავს მოიყრის თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩასული სტუდენტობა.


აფხაზურმა მხარემ, ქართველი სტუდენტები გალის რაიონის ტერიტორიაზე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მოტივით 1 მარტს დააკავა.

სოხუმმა განაცხადა, რომ მათი გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი თქმით, ქართული მხარის მიერ მარტში გატაცებული გალის ადმინისტრაციის მოხელე დავით სიგუა იქნება გათავისუფლებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button