skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერ ბლერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 23 აპრილიდან ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება, დღეს შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან.


ორმა ლიდერმა განიხილა საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, იტყობინება ბრიტანეთის პრემიერის პრესსამსახური.


ტონი ბლერმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას და დასძინა, რომ ”საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია წარმატების გამორჩეული მაგალითია”.


მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ერაყში კოალიციური ძალების ფარგლებში შეტანილ წვლილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button