skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი ლონდონში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრება.


დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, თავდაცვის მინისტრთან დეს ბრაუნთან, ფინანსთა მინისტრთან გორდონ ბრაუნთან,  გაერთიანებული სამეფოს ევროპის საქმეთა მინისტრთან ჯეფ ჰუნთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს საკითხებში ფრაქციათაშორის საპარლამენტო ჯგუფს, რომელსაც ბრუს ჯორჯი ხელმძღვანელობს.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებათა სამეფო ინსტიტუტში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თემაზე ”ახალი განვითარება კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან”.


საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც 2004 წლის შემდეგ ეს მეორე ოფიციალური ვიზიტია დიდ ბრიტანეთში,  27 აპრილს დაბრუნდება საქართველოში.




 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button