ახალი ამბები

ჩაკაბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსი ფრიდონ ჩაკაბერია საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა.


ჩაკაბერიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. იგი გასული წლის დეკემბერში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ”ჰეროინის” შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით. 


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაკაბერიას დაკავება დაგმო, როგორც  გალის რაიონის “ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების“ მცდელობა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.


გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკაბერიას გათავისუფლების სანაცვლოდ აფხაზური მხარე იმ სამი სტუდენტის გათავისუფლებას დათანხმდება, რომლებიც აფხაზურმა მხარემ 1 მარტს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button