skip to content
ახალი ამბები

არველაძე: ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა წარმატებულად მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა წარმატებით ხორციელდება.  108 საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის კონკურსში უკვე გამოვლენილია 70-ის გამარჯვებული კომპანიები.


მინისტრის თქმით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში 95 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. დამატებით 150 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება მობილიზებული ჯანდაცვის იმ ყოფილ ობიექტებზე, რომლებიც ახალი საავადმყოფოების აშენების შემდეგ არაპროფილური დანიშნულებით იქნება გამოყენებული.


მთავრობამ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა თებერვალში წარმოადგინა, რომლის მიხედვით თბილისში და საქართველოს მთელ რიგ რაიონებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოები უნდა აშენდეს. პროექტი ორ წელში დასრულდება.


 

This post is also available in: English

Back to top button