
ახალი ამბები
ბაღაფში ისევ მოსკოვში იმყოფება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში დღეს გამოეწერა მოსკოვის კარდიოლოგიური კლინიკიდან, სადაც მკურნალობდა 10 აპრილის შემდეგ, რაც მას გულის სტენოკარდიული შეტევა დაემართა.
თუმცა ”ინტერფაქსი” ბაღაფშის გარემოცვაზე დაყრდნობით 19 აპრილს ასევე იუწყება, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ჯერ სოხუმში დაბრუნებას არ აპირებს და რამდენიმე დღით ”სამსახურეობრივი საქმეების” გამო კვლავ მოსკოვში რჩება.