skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ნოღაიდელს აშშ-ში ოპერაციას გაუკეთებენ

აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ჰიუსტონის წმინდა ლუკას სახელობის კარდიოლოგიურ კლინიკაში ამერიკელი ექიმები სავარაუდოდ, 19 აპრილს გულის ოპერაციას გაუკეთებენ, განაცხადა მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მას გულის ოპერაციის გაკეთება ურჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელი სასწრაფო სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებდა, მან ოპერაციის გაკეთება ახლავე არჩია.


ზურაბ ნოღაიდელი აშშ-ში 9 აპრილიდან იმყოფება, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა.


მისი აშშ-ში ჰოსპიტალიზაციის პერიოდში მთავრობის სხდომებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუძღვება, ხოლო პრემიერ-მინისტრის გარკვეულ მოვალეობებს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე შეასრულებს.   

მედიაში გაჩნდა გარკვეული ვარაუდები ზურაბ ნოღაიდელის შესაძლო ჩანაცვლების თაობაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თუმცა პეტრე მამრაძე ტელეკომპანია ”იმედის” თოქშოუში განაცხადა, რომ ”გამოვრიცხავ რაიმე სახის საკადრო ცვლკილებებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button