skip to content
ახალი ამბები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

18-19 აპრილს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არტის პაბრიკსი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.


არტის პაბრიკსი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და თავის ქართვე კოლეგას გელა ბეჟუაშვილს.


18 აპრილს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ვიზიტის ბოლო დღეს კი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სემინარზე “Rose-Roth”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button