ახალი ამბები
ილია II ქუვეითსა და ბაჰრეინს ეწვევა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II დღეს ქუვეითის რელიგიის საქმეთა მინისტრის ოფიციალური მიწვევით ქუვეითში მიემგზავრება, მოგვიანებით კი ბაჰრეინსაც ეწვევა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს კათალიკოს -პატრიარქი 17-22 აპრილს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს, როგორც ისლამური რელიგიის სულიერ ლიდერებთან, ისე ქუვეითისა და ბაჰრეინის ემირებთან.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ისლამურ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით ჩადის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)