skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში გადაიდო

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში, რომელიც 21-25 აპრილს იგეგმებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო, იტყობინება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი.


სერგეი ბაღაფშს 9 აპრილს გულის შეტევა მოუვიდა და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.


მისი ოფიციალური ვებ-გვერდი ასევე იტყობინება, რომ ბაღაფშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი უახლოეს მომავალში აპირებს სოხუმში დაბრუნებას და მოვალეობის შესრულების გაგრძელებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button