We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სეპარატისტი პარლამენტარები მოსკოვში შეიკრიბნენ

დღეს, მოსკოვში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის მეორე სხდომა გაიმართა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასსი”.


სხდომაზე მხარეებმა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და დსთ-ს მიმართეს თხოვნით არ დაუშვან ”სისხლისღვრა რესპუბლიკებში და ხელი შეუწყონ მშვიდობის გამყარებას”, იუწყება ”იტარ-ტასსი” 9 აპრილს.


ე.წ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ შეთანხმებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი. ასამბლეის შტაბბინა მოსკოვშია განთავსებული.


 


 

This post is also available in: English Русский

Back to top button