skip to content
ახალი ამბები

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ და ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს რუსთაველის გამზირზე 18 წლის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა ჯარმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი მიტინგი დაარბია. დარბევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.


9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც არის. სწორედ 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button