შამბა უცხოელ დიპლომატებს კოდორში ჩასვლას უსაფრთხოების გამო არ ურჩევს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა არ ურჩევს უცხოელ დიპლომატებს ჩავიდნენ კოდორის ხეობაში უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო.
”სიტუაცია, რომელიც იქ შეიქმნა, თვალნათლივ აჩვენებს, რომ ეს ტერიტორია არ არის უსაფრთხო საერთაშორისო მისიების ვიზიტებისა და მუშაობისთვის,” – იუწყება აფხაზეთის ლიდერი ვებ-გვერდი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
კოდორის ხეობა ცოტა ხნის წინ დაიბომბა. ამ ფაქტს გაეროს დამკვირვებელთა მისია მხარეებთან ერთად იძიებს.
შამბა კვლავაც აცხადებს, რომ სოხუმი ურთიერთობაზე უარს იტყვის იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან, რომლებიც კონტაქტებს დაამყარებენ კოდორის ხეობაში განთავსებულ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სტრუქტურებთან, რომელთა ”პოზიციები არაფრით არ განსხვავდება ოფიციალური თბილისის პოზიციისგან”.
”ვინც მათთან კონტაქტს დაამყარებს ხელს შეუწყობს დაპირისპირების ესკალაციას,” – დასძენს შამბა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)