skip to content
ახალი ამბები

უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი თბილისს სტუმრობს

დღეს, თბილისში ორდღიანი ვიზიტით უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ვიტალი ჰაიდუკი ჩამოვიდა, რომელიც უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას კოტე კემულარიას.


დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, 29 მარტს ვიტალი ჰაიდუკი დაესწრება თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ტერორიზმის და ანტინარკოტიკული ღონისძიებების თაობაზე.

კონფერენციაზე, რომელშიც 20 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button