skip to content
ახალი ამბები

შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოში გაზის მოწოდება განახლდა

დღეს საქართველოში ბაქო-თბილისი-ერზერუმის სამხრეთ კავკასიური გაზსადენით ”შაჰ-დენიზის” საბადოდან ბუნებრივი აირის იმპორტი განახლდა. საქართველო ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.


საქართველოში “შაჰ-დენიზის” გაზსადენიდან ბუნებრივი აირის შემოდინება გასული წლის დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საბადოზე ტექნიკური პრობლემების გამო გაზის მოწოდება შეფერხდა. იანვრის ბოლოს გაზის შემოსვლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა.  ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველომ 7,8 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი მიიღო, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.  


შეთანხმების თანახმად, საქართველომ შაჰ–დენიზის გაზსადენით 250 მლნ კუბამეტრი აზერბაიჯანული გაზი უნდა მიიღოს, აქედან 200 მლნ უფასოდ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ და 50 მლნ–ს შეღავათიან ფასად. თუმცა საქართველო ამ რაოდენობის გაზრდას ითხოვს. 


აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ კლეი სელიმ, რომელიც თბილისს  15-16 მარტს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ”შაჰ-დენიზის” პროექტში საქართველოს წილი უნდა გაიზარდოს.


”ეს შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის”, – აღნიშნა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button