skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ფოსტა საქართველოსთან კავშირის აღდგენას იმედოვნებს

რუსეთის ფოსტა დაინტერესებულია აღდგეს საქართველოსთან საფოსტო კავშირი, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების გამო შეწყდა, იუწყება ”რია ნოვოსტი” 15 მარტს უწყების ხელმძღვანელის იგორ სირცოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხები პოლიტიკური მოგვარების ფარგლებს დაექვემდებარება, რაც საშუალებას მოგვცემს გავხსნათ საფოსტო გაცვლა… ქართველი კოლეგები იმედია მზად იქნებიან დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან”, – განაცხადა სირცოვმა.


მისი თქმით, პოლიტიკური მიზეზის გარდა რუსულ მხარეს პრეტენზიები ჰქონდა ქართულ მხარესთან მომსახურების ორგანიზების გამოც.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ საფოსტო კავშირის შეწყვეტა რუსეთის ფოსტას ხელს უშლის შეასრულოს სატრანზიტო ვალდებულებები მესამე ქვეყნების მიმართ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button