skip to content
ახალი ამბები

უფლებადამცველი ჯგუფი აფხაზეთისთვის ”ბოდიშის” მოხდისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა 14 მარტს ახალი საზოგადოებრივი კამპანიის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ჯგუფის თქმით, მიზნად ისახავს,  ქართული მხარის მიერ 90 წლების დასაწყისში დაშვებული შეცდომების აღიარებას, რამაც აფხაზეთში ომი გამოიწვია.


ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადებით, კამპანია სახელმწოდებით ”ბოდიში/ჰათამზაით” (აფხაზურად) მიზნად ისახავს ”ნდობის აღდგენას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის”.


ჯგუფის განცხადებით, საქართველოს საზოგადოებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ”ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია”.     


ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ კამპანიის ფარგლებში იგეგმება აფხაზური კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ესმის, რომ კამპანია საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოიწვევს საქართველოს საზოგადოებაში.


აფხაზეთის კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდის იდეა პოპულარობით არ სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.


საქართველოს ხელმძღვანელობა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით, საჯარო განცხადებების გაკეთების დროს არ უჭერს მხარს ამგვარ წინადადებებს და მათ ”კაპიტულანტურ პოზიციად” აფასებს. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button