skip to content
ახალი ამბები

კობა დავითაშვილი ახალ პარტიას ქმნის

დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა, ყოფილმა კონსერვატორმა კობა დავითაშვილმა ახალი პარტიის  – ”ხალხის პარტიის” შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ”ხალხის პარტიის” პირველი ამოცანა იქნება 2008 წლის შემოდგომისთვის, როცა საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდება,  ანაბრების დაბრუნების თაობაზე  კანონის მიღება და ამ პროცესის დაწყება.


”ეს იქნება ჩვენი მთავარი თემა უახლოესი 1,5 წელიწადის განმავლობაში”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.


მან კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგად კონსერვატიულ-რესპუბლიკური საარჩევნო ბლოკის მიერ მოპოვებული ერთადერთი ადგილი დაიკავა თბილისის საკრებულოში. ამას წინ უძღვოდა მის წინააღმდეგ ვიდეო-კომპრომატის გამოქვეყნება, სადაც იგი პარტიისთვის 20 ათას დოლარს იღებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button