ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აფხაზეთის არჩევნებს ”უკანონოს” უწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა დაგმო 4 მარტის საპარლამენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ აფხაზეთში და მას ”არაკონსტრუქციული” უწოდა, რომელმაც ”შესაძლოა მხოლოდ გაამწვავოს დაძაბულობა”.


”მე უკანონოდ მიმაჩნია ეს ”საპარლამენტო არჩევნები”, რაც არ უწყობს ხელს გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საბოლოო და გრძელვადიან მშვიდობიან მოგვარებას”, – განაცხადა მორატინოსმა 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.  


აფხაზეთის 4 მარტის საპარლამენტო არჩევნები უკვე დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.


მოსკოვმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს აფხაზეთის არჩევნებს, როგორც ”დემოკრატიული ტენდენციის” გაგრძელებას თვითგამოცხადებულ რეგიონში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button