ახალი ამბები

ჩოჩიევი თბილისის ახალ სამშვიდობო წინადადებებს ”მიუღებელს” უწოდებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი ”მიუღებელს” უწოდებს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ქართული მხარის ახალ სამშვიდობო წინადადებებს, რომელიც მას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ 6 მარტს ცხინვალში შეხვედრისას გადასცა.


ამ წინადადებებში ახალი არაფერია და არ შეიძლება განსახილველად მიიღოს ოსურმა მხარემ, რადგან ის ”არა კონფლიქტის დარეგულირებისკენ, არამედ დაძაბულობისკენ არის მიმართული”, იტყობინება 7 მარტს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ჩოჩიევის თქმით, ცხინვალი თავად ამზადებს ახალ ”კონსტრუქციულ წინადადებებს”, რომელსაც მხარეებს გააცნობს. 


”და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლის რეალიზება კონფლიქტის ზონაში ხელს შეუწყობს მშვიდობიან პროცესს”, – აცხადებს ბორის ჩოჩიევმა.


ქართული მხარე აცხადებს, რომ მისი ახალი სამშვიდობო წინადადებები, რომელიც თბილისი მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას ეყრდნობა, მხოლოდ მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც მას სტამბოლში 21-23 მარტს დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ და მოიწონებენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button