ახალი ამბები
იუშჩენკო სამშვიდობოებზე საუბრობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 1 მარტს დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სამშვიდობოები გამოაგზავნოს ”იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის ორივე მხარისთვის იქნება მისაღები”.
მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობას ”კონფლიქტის მოგვარების ძალიან მკაფიო გეგმა აქვს”, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის განვითარებას.
”მეხუთე და მეექვსე მხარის ჩართვის საჭიროება არ არსებობს. ეს დიალოგი უნდა გაძლიერდეს გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით”, – განაცხადა იუშჩენკომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)