ახალი ამბები

არაბი ბიზნესმენები ფოთის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ

ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობისა და ახალი საკონტეინერო პორტის მშენებლობის პერსპექტივებს 26 თებერვალს ადგილზე გაეცნენ  საქართველოში მყოფი კომპანია Jafza International -ის ვიცე პრეზიდენტი სამირ ჩატურვერდი და Dubai World -ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი მაიქლ ბენთლი.  


ფოთის ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ახალიამ და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჯემალ ინაიშვილმა არაბ ბიზნესმენებს ფოთის პორტის განვითარების გეგმა გააცნეს, იტყობინება ფოთის ნავსადგურის პრესსამსახური.


არაბი ბიზნესმენები ფოთში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დუბაიში ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული.


არაბი ბიზნესმენები გეგმავენ ასევე ბათუმის ნავსადგურის მონახულებასაც. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button