ახალი ამბები

სააკაშვილი: საბაჟო სისტემის მოდერნიზაცია 1 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მთავრობას მისცა დავალება 6 თვის განმავლობაში განახორციელოს საბაჟო სისტემის მოდერნიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.


”1 სექტემბერს იქნება სრულიად ახალი საბაჟო და საგადასახადო სისტემა საქართველოში, კანონები ჩვენ უკვე კარგი გვაქვს, გადასახადები  საკმაოდ დაბალი გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ გაგრძელდეს კიდევ შემცირება”, – განაცხადა პრეზიდენტმა თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსნა 21 თებერვალს საბაჟოს ყოფილი უფროსის ზურაბ ანთელიძის გადაყენების მიზეზები.


”რატომ გახდა საბაჟოზე ეს ცვლილებები საჭირო? ეს კაცი, ანთელიძე, რომელიც წესიერი ადამიანია და ქრთამებს არ იღებდა, ეს ჩვენ გადავამოწმეთ, მაგრამ წესიერება არ არის ერთადერთი თვისება სახელმწიფო მოხელის, ჩვენ გვინდა წესიერი, მოაზროვნე, ქმედითი ადამიანები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button