skip to content
ახალი ამბები

სოლანა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ”გარკვეულ გაუმჯობესებას” აღნიშნავს

ევროკავშირი თვალს ადევნებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარეობას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანამ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში, რომელიც 5 თებერვალს გამოქვეყნდა.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვოლტერ შეინმეიერის, საგარეო საკითხებში ევროკავშირის კომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის და ჰავიერ სოლანას ვიზიტი მოსკოვში 5 თებერვალს დაიწყო.


სოლანამ ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარკვეული გაუმჯობესება იგრძნობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა თავისი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო თბილისში დააბრუნა.


”ჩვენ მივესალმებით ამგვარ განვითარებას. ყველას ინტერესში შედის, რომ რუსეთსა და საქართველოს ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეთ”, – იტყობინება ”ინტერფაქსი” სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button