ახალი ამბები

გალში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაიტაცეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 3 თებერვალს გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით სიგუა გაიტაცეს.


ხუთი შეიარაღებული პირი ქალაქ გალში სიგუას საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ის ზუგდიდის რაიონის მიმართულებით გაიტაცა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.


ეს გატაცება ქართული მხარის შურისძიება იყო აფხაზეთის ხელისუფლებასთან სიგუას თანამშრომლობის გამო, განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ”აფსნიპრესს”.


ქართულმა მხარემ უკვე უარყო რაიმე კავშირი გატაცებასთან.


გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გალის რაიონში უკვე რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს. ქართული მედიის ცნობით, უმეტეს შემთხვევებში გამტაცებლებმა გამოსასყიდი თანხა მოითხოვეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button