ახალი ამბები

რუსეთის ელჩმა პრეზიდენტ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 31 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


”რუსეთი დაინტერესებულია კავკასიაში სტაბილური სიტუაციით, კონფლიქტების მოგვარებით, რომელიც წარსულიდან შემორჩა. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა ეს პრობლემები სამართლიანად გადაიჭრას. მე მინდა დაგარწმუნოთ პრეზიდენტო, რომ ჩემს ახალ პოზიციაზე ყველანაირად ხელს შევუწყობ ურთიერთხელსაყრელ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენ ქვეყნებს შორის”, – განუცხადა ელჩმა კოვალენკომ პრეზიდენტ სააკაშვილს.


”მე მართლაც მოხარული ვარ თქვენი ხილვით და  რწმუნებათა სიგელების მიღებით. მინდა ვთქვა, რომ შეუძლებელია ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის რუსეთთან ურთიერთიერთობის მნიშვნელობის გადაფასება. ურთიერთობის, რომელიც ეფუძნება ჩვენი ერების ტრადიციულ სიმპათიებს ერთმანეთის მიმართ, [ემყარება] საერთო ისტორიულ ბედს, ჩვენ საერთო ინტერესებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი მომავლისათვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.


”ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ბოლო დროს ჩვენ ურთიერთობებში რიტორიკა შენელდა და გონიერებამ მოიმატა. ვიმედოვნებთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ რეალურად გადავალთ ყველა შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც იქნა შემოღებული, ჩვენ მზად ვართ კვლავ ავაგოთ ურთიერთობები და გავაღრმავოთ დიალოგი ყველა ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე, რეგიონულ საკითხებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აყვავებული, ერთიანი, მრავალეროვანი საქართველო რუსეთის საიმედო პარტნიორი იქნება არა მხოლოდ ყველა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში, არამედ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში, საერთაშორო არენაზე… მოგესალმებით და იმედს ვამყარებთ ხელსაყრელ ურთიერთობებზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც საქართველოში ელჩად 2006 წლის ივლისში დაინიშნა, კრემლმა სექტემბრის მიწურულს ჯაშუშების სკანდალის გამო უკან გაიწვია. რუსეთმა თბილისში ელჩი იანვარში დააბრუნა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button