ახალი ამბები

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიები აუქციონის გზით გაიყიდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ თებერვლიდან საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას იწყებს. ნებართვები მაისში აუქციონის გზით გაიყიდება. 


”ინვესტორები გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან უკვე დაინტერესდნენ  საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოებით”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა 29 იანვარს.


საბადოთა სიაში შედის ლუხუმის დარიშხანის საბადო, მერისის პოლიმეტალური საბადო, ჩორდის ბარიტი, ჩორჩანას ტალკის საბადო, უწერის მინერალური წყალი და ასევე კირქვის, დიატომიტის და აქატის საბადოები.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button