skip to content
ახალი ამბები

რუსული მხარე აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში კვლავ არიან ‘ბოევიკები’

რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობას კვლავ აფარებენ თავს უკანონო ბანდფორმირებების წარმომადგენლები და მათი რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა არ არის გამორიცხული, იუწყებიან 26 იანვარს “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.


“მონაცემები იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში ყოფნას აგრძელებს უკანონო ბანდფორმირებების გარკვეული რაოდენობა, ჩვენ გაგვაჩნია… ამ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ საქართველოს მხრიდან  საზღვრის დარღვევას ვერ გამოვრიცხავთ“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის სამმართველოს უფროსი ანატოლი ზაბროდინი.


თუმცა რუსეთის ოფიციალური პირი იმასაც დასძენს, რომ 2004 წლის შემდეგ რუსეთის სამხრეთ საზღვარზე საქართველოს ტერიტორიიდან უკანონო შეჭრის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. 


პანკისის ხეობის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 25 იანვარს ცნობილი გახდა გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის საქმის შესახებ, რომელიც თბილისის ოფიციალური პირების განცხადებით,  რუსეთის მოქალაქემ საქართველოში სამხრეთ ოსეთის გავლით ერთი წლის წინ შემოიტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button