skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი ურანის კონტრაბანდის საქმეს გამოეხმაურა

პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს არ სურს გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის საქმის პოლიტიზირება.


ურანის კონტრაბანდა, რომელიც საქართველოში სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთიდან მოხვდა, ქართველმა სამართალდამცავებმა ერთი წლის წინ აღკვეთეს. თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ  მხოლოდ 2007 წლის 24 იანვარს გახდა საჯარო, როცა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეს ცნობა ამერიკული მასმედიის საშუალებით გაავრცელა.


“ეს არის ძალიან რთული, ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო საკითხია და მოითხოვს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოს, რუსეთს და სხვა ქვეყნებსაც. ჩვენ ამ საკითხში პოლიტიკურ განცხადებებზე უფრო მეტად თანამშრომლობა გვსურს“, – განუცხადა დღეს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button