skip to content
ახალი ამბები

Freedom House: საქართველო და უკრაინა “ნათელი წერტილებია“ დსთ-ში

2006 წელს უმნიშვნელო ცვლილებები დაფიქსირდა დსთ-ს სივრცეში თავისუფლების კუთხით და “ერთადერთი შედარებით ნათელი წერტილები“ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, იყო უკრაინა და საქართველო, რომელთაც, შესაბამისად, თავისუფალი და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორია მიენიჭათ, ნათქვამია აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია Freedom House-ის მოხსენებაში.


“უკრაინამ და საქართველომ წარმატებას მიაღწიეს იმ რეფორმების კონსოლიდაციის საქმეში, რომელთა განხორციელებაც ამ ქვეყნებში დემოკრატიული რევოლუციების შემდეგ დაიწყო“, – ნათქვამია მოხსენებაში “თავისუფლება მსოფლიოში 2007 წელს“.


რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, მოხსენება აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკამ ” საქართველოდან და კავკასიის სხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული პირების მიმართ ცუდი მოპყრობა წაახალისა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button