skip to content
ახალი ამბები

შამბა სემნების შეხვდა

აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და კონფლიქტის მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლი განიხილეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ და თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 18 იანვარს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე,  იტყობინება “აფსნიპრესი“.


“მიუხედავად ევროკავშირის მიდგომებისა, ისევე როგორც ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებათა პროცესის სხვა მონაწილეების, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, აფხაზეთში ხორციელდება ევროკავშირის რიგი პროგრამები ინფრასტრუქტურის აღდგენის კუთხით… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს ძირეულ ინტერესებზე და დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა სერგეი შამბამ.


დეკემბერში ევროკომისიამ ჰუმანიტარული დახმარების სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, რომელსაც მიიღებენ აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ისევე როგორც აფხაზეთში დაბრუნებული ყველაზე გაჭირვებული ფენები.


2002 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს კონფლიქტებში დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებებზე 11 მლნ ევრო გამოყო ჯამში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button