ახალი ამბები

“თანასწორობის ინსტიტუტი“ იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის“ აქტივისტებმა 17 იანვარს იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის გადადგომის მოთხოვნით სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილენი მინისტრს პატიმართა უფლებების შელახვის პრობლემის მოუგვარებლობაში ადანაშაულებენ.


აქციის მონაწილეებმა ამის მაგალითად Human Rights Watch-ის მოხსენება მოიყვანეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ გააძლიერა ბრძოლა კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, “რასაც შედეგად მოყვა ძალის უფრო ხშირი გამოყენება დაკავებულთა დასამორჩილებლად და დასასჯელად“.


იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს რეფორმები და უმჯობესდება პენიტენციალურ სისტემაში არსებული პირობები.


“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული მიღწევები; შეადარეთ რა ვითარება იყო სამი წლის წინ და როგორი ვითარებაა ახლა“, – განუცხადა ქავთარაძემ ჟურნალისტებს 17 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button