ახალი ამბები

ეროვნული ბანკის რეზერვებმა “ისტორიულ მაქსიმუმს“ მიაღწია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 იანვარს განაცხადა, რომ ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 2007 წლის პირველ ორ კვირაში  “ისტორიულ მაქსიმუმს“ მიაღწია და გასული წლის ბოლოს არსებული 882 მილიონ აშშ დოლარიდან 958 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.


“უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა დადებით გავლენას უპირველესად საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე მოახდენს… გარდა ამისა, სრულად იქნება განეიტრალებული რუსეთის ემბარგოს შედეგად გამოწვეული ნეგატიური რისკები… რეზერვების ზრდა ასევე მნიშვნელოვანი სავალუტო მხარდამჭერი ფაქტორია ლარის სიმტკიცისა და სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.


2004 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 387 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2003 წლის ბოლოს – 196 მილიონი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button