skip to content
ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი: საქართველოდან მიგრაციის დონე საკმაოდ მაღალია

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, საიდანაც  მიგრაციის დონე საკმაოდ მაღალია, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.


საქართველოდან მიგრაციის ყველაზე მაღალი დონე რუსეთში დაფიქსირდა.


2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, მიგრაციის დონემ 1,1 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც 90-იანი წლების დასაწყისის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობის 20%-ს შეადგენს.


მსოფლიო ბანკის ანგარიშის  – “მიგრაცია და ფულადი გზავნილები: აღმოსავლეთ ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები“ –  მიხედვით, ოფიციალურმა ფულადმა გზავნილებმა საქართველოს მშპ-ის 5%-ი შეადგინა, ხოლო ფაქტიური გზავნილების რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. 


საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2006 წელს უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი თანხის ოდენობა 2005 წელთან შედარებით 35.5%-ით გაიზარდა და 546 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


ამ თანხის უმეტესობა – 66.8%  ანუ 365 მილიონი აშშ დოლარი- საქართველოში რუსეთიდან იქნა გამოგზავნილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button